მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან
ირაკლი რუხაძე: სააკაშვილთან ბადრი პატარკაციშვილის დაპირისპირება დაიწყო გირგვლიანით. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან

იმედი|imedinews.ge

სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა, - განაცხადა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“.

რუხაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „იმედმა“ განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოკლა სანდრო გირგვლიანი დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რამაც ფაქტობრივად მისი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს საქმიანობა გააჩერა.

„იმიტომ რომ ბადრის კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, ბადრის სახლი არის იქ. ყველას ჰგონია, რომ ქორწინების სასახლეში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ოფისი ჰქონდა და დიდ დროს ატარებდა იქ, ცხოვრობდა მთაწმინდაზე და ახლაც მისი ოჯახის სახლია. მთაწმინდაზე როცა ეს მანქანები მიდიოდნენ იქ, სადაც ეს უბედურება მოხდა, ამ საწყალი ბიჭის, ის გადაიღეს ბადრის კამერებმა, სახლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა კამერები, ნომრები მანქანების და ზუსტად ვიცოდით, ნომრები დადგენილი გვქონდა, რომ ეკუთვნოდა მერაბიშვილის უწყებას. სახელმწიფო ნომრები იყო და ბადრიმ თქვა, რომ ეს აჩვენოს „იმედმა“ და ვერ გაგვაჩერეს. ყველა გვაჩერებდა, ჩემზე გამოდიოდნენ, ყველაზე გამოდიოდნენ... ვერ გაგვაჩერეს და აქედან დაიწყო აფეთქება. ძალიან სწრაფად მოხდა ეს, შენ ამბობ, მთელი წელია განსხვავებაო, წელიწადი კი არა, ძალიან ცოტა დრო იყო. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად რაღაც მომენტამდე შეუბრუნებლად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან.

იმის მერე ტენდერი არ მომიგია მე. მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ. ჩუმად ვმონაწილეობდი, რომ მე არ დავენახე. იყო რამდენიმე ტენდერი, რომელიც ესე გავაკეთეთ, რომ მე არ დავენახე, რომ ვმონაწილეობდი. მე ვმართავდი ბადრის ფულს მაშინ, რაღაც ნაწილს. ყველაფერი წაგვაგებინეს. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი, იმ წუთში წაგვაგებინებდნენ. ბადრი თუ გამოჩნდებოდა, ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ეს იყო, სანამ არ მოხდა ეს გარიგება რკინიგზაზე და „იმედის“ გაცვლაზე,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • "შეეშვით ხალხო სააკაშვილთან და მის მფრინავ მაიმუნებთან თავის მართლებას და არგუმენტებით საუბარს, პირდაპირ ფერთხეთ" - თამარ ჩერგოლეიშვილირუსთავი 2
  • ივანიშვილი აპირებს გადაიხადოს ის ანგარიში, რომელიც მოსკოვმა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოყვანისთვის წაუყენა - სააკაშვილიტვ პირველი
  • პაპუაშვილი: სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ მმართველობას ადარებდა აღმაშენებელს, დიდგორობას ომი წააგოფორმულა
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

ზაალ ანჯაფარიძე: რადიკალურ აქციებში მონაწილეთა შეწყალებაზე ატეხილი აჟიოტაჟი მოიხსნა, ოღონდ არა ისე როგორც მის ავტორებს სურდათ, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს შეეფერება და სჭირდება. შეწყალებულებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, რაც ჩადენილი დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. საპასუხო ჰუმანურმა ნაბიჯმაც არ დააყოვნა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე: ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების აღდგენის მიზნით სხვადასხვა ბრიგადა მუშაობს. ვფიქრობთ, რომ საღამოს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს და ეტაპობრივად მოხდება გაზის მიწოდების აღდგენა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა

„თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას“ - აქციების დროს დაკავებული მსჯავრდებულების მიერ პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თხოვნით მიმართვას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეხმაურებიან

Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება

Reuters: ირანის ომის დიპლომატია ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლებისკენ იხრება

იმედი