
ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - ეს მაშინ არ იყო შეშფოთების საფუძველი?!
სააკაშვილი რომ დარბოდა და სტრატეგიულ ობიექტებს აძლევდა რუსებს, მაშინ სად იყვნენ? ომი არ იყო დამთავრებული, რუსთაველზე რომ ტაშ-ფანდური გამართა, შეშფოთება რატომ არ გამოთქვეს გიგაურებმა და ხიდაშელებმა?, - ასე გამოეხმაურა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებას, სადაც საკუთარ თავს „საქართველოს პატრიოტებს" უწოდებენ და ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებენ.
„გიგაურის ბელადი საზღვარზე რუსებს რომ ეპატიჟებოდა მობრძანდითო, ჩვენი ბიჭების ცხედრები ჯერ კიდევ ბრძოლის ველზე ეყარა - მაშინ ეს არ იყო შეშფოთების საფუძველი, თუ მაშინ მათი პატრონების მხრიდან დაკვეთა იყო სხვა? კინწურაშვილი არ იყო სააკაშვილის „გამპრავებელი“? ჰგონიათ საზოგადოება დაავიწყდა, თუ რას წარმოადგენენ?“, - აღნიშნა ზარქუამ.
ეკა გიგაური, გიორგი მშვენიერაძე, თინა ხიდაშელი, გია ჯაფარიძე და სამოქალაქო საზოგადოებად წარმოჩენილი სხვა ადამიანები ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ. მათი ნარატივი ისევ რუსულს უკავშირდება და საფრთხეებზე წერენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge