
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს დაარტყეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა იმ ობიექტებს შეუტიეს, რომლებსაც შეერთებული შტატები სამოქალაქო გემებზე თავდასხმებისთვის იყენებდა. ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
„ნებისმიერ მტრულ ქმედებას დაუყოვნებელი და გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება. იმას, რასაც სანქციებით და ომით ვერ მიაღწიეს, ვერც ახალი ომით მიაღწევენ“,- წერს აბას არაღჩი სოციალურ ქსელში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კონგრესში გამოსვლის ვიდეო დაურთო, სადაც ამერიკის პირველი დიპლომატი საუბრობს იმაზე, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეები, მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი ვაშინგტონთან „ფანტასტიკურად“ თანამშრომლობენ.
ცნობისთვის, მანამდე ირანმა სარაკეტო დარტყმები მიაყენა ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ ამერიკულ ბაზებს.
Our Armed Forces are conducting self-defense strikes on sites the U.S. is permitted to use to attack civilian shipping and violate the ceasefire. Any hostile act will be met with an immediate, decisive response. What sanctions and war failed to achieve won't be won with more war pic.twitter.com/CwjULJ6PeI — Seyed Abbas Araghchi (@araghchi) June 3, 2026

