მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო
ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-თან შეთანხმებასა და პირდაპირ მოლაპარაკებებს ნება დართო

იმედი|imedinews.ge

ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ ირანელ მომლაპარაკებლებს აშშ-თან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის უფლება დართო, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „არ ნიშნავს მტრის შეხედულებების მიღებას“.

ხამენეის ეს განცხადება, რომელიც მის „ტელეგრამის“ არხზე წერილობითი სახით გამოქვეყნდა, მისი პირველი გამოხმაურებაა აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერაზე.

ირანის უზენაესი ლიდერი, რომელიც ომის პირველ დღეებში მამის რეზიდენციაზე ისრაელის დარტყმის შედეგად დაიჭრა, მას შემდეგ საჯაროდ არავის უნახავს და არც მისი ხმა გაუგიათ.

თავის წერილობით მიმართვაში ხამენეიმ აღნიშნა, რომ იგი წინააღმდეგი იყო აშშ-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის, თუმცა ამის უფლება გასცა პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.

ირანის უზენაესმა ლიდერმა შეაქო ის თანამდებობის პირები, რომლებიც მემორანდუმზე მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და აღნიშნა, რომ მათ ეს „ზრუნვისა და კეთილი ნების გამო“ გააკეთეს. მან განაცხადა, რომ პეზეშკიანმა და შეთანხმების მხარდამჭერმა სხვა ოფიციალურმა პირებმა პირობა დადეს, რომ „თუ ამერიკული მხარე გადაჭარბებულ დათმობებს მოითხოვს, ისინი მათ არ დაემორჩილებიან“.

ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეთანხმებას ხელი „სასოწარკვეთის გამო“ მოაწერა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი