მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილის თანამდებობა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, არსებული მდგომარეობის მიხედვით, მთავრობის საპარლამენტო მდივანს ჰყავს მოადგილე, რომლის ფუნქციებიც არ არის დაკონკრეტებული. ამავდროულად, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის საქმიანობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული - პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, რომლის ძირითად ამოცანათაგან ერთ-ერთი უპირველესი მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობაა. შესაბამისად, სახეზეა ფუნქციების გარკვეული დუბლირება, რამაც რიგ შემთხვევებში, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს კონკრეტული საკითხების დროულ განხილვა-გადაწყვეტაზე. „აქედან გამომდინარე, საპარლამენტო მდივნის მოადგილის დამატებითი რგოლის საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად დაიზოგება წლიური ბიუჯეტი მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ