მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მცხეთაში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

მცხეთაში 26 მაისის საზეიმო თარიღი განსაკუთრებული მასშტაბით აღინიშნა, რაც ქვეყნის გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღსაც უკავშირდება, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ისტორიულ დედაქალაქში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოადგილე ირინე წაქაძესთან, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელ პირებთან, თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

„მინისტრი ადგილზე გაეცნო თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკას, შეხვდა ბავშვების ზონაში შეკრებილ პატარებს და სამინისტროს მიერ მოწყობილი საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კუთხეს, სადაც წარმოდგენილი იყო თანამედროვე რეანიმობილი და სამედიცინო მოტოტრანსპორტი, პარალელურად - მოქალაქეებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენის საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობდა.

მიხეილ სარჯველაძემ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღი მიულოცა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს ეს დღესასწაული მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო გამორჩეულია, რადგან ორ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას აერთიანებს.

მცხეთაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ზუსტი დრო - 17:10 საათი, როდესაც შეკრებილმა საზოგადოებამ, ანსამბლ „ალილოსთან“ ერთად, სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა დასკვნითი კონცერტით დასრულდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ