მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯორჯ ბიბი: მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ - სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია
ჯორჯ ბიბი: მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ - სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია

ჯორჯ ბიბი: მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ - სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია

იმედი|imedinews.ge

მიმაჩნია რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ, - განაცხადა ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ გადაცემაში „თბილისის დროით“ .

როგორც ბიბიმ აღნიშნა, ევროპა ვერ ახერხებს საკუთარი კურსის ჩამოყალიბებას, ვერც მკაფიო მიზნების შექმნას.

„კარგი იქნებოდა მქონოდა შესაძლებლობა მეთქვა, რომ ევროპული სტრატეგიის ნიშნებს ვხედავ, მაგრამ, სტრატეგიული ხედვა გულისხმობს იფიქრო - თუ რა მთავარი მიზნები გამოძრავებს, შენი მთავარი ეროვნული ინტერესები რა არის, რა რესურსი გაქვს ხელთ ამ მიზნების მისაღწევად. მიმაჩნია, რომ ევროპა ამჟამად მხოლოდ მოპასუხეს რეჟიმშია, ისინი ცდილობენ პასუხი გასცენ იმ მოვლენებს, რომლებსაც სხვა ქვეყნები იწვევენ.

ევროპა ვერ ახერხებს საკუთარი კურსის ჩამოყალიბებას, ვერც მკაფიო მიზნების შექმნას, ევროპელებზე ამჟამად შეიძლება დაზუსტებით მხოლოდ ითქვას, რომ მათ იციან თუ რა არ სურთ, ხოლო ის თუ რა სურთ, არცთუ ისე კარგად არის ჩამოყალიბებული.

ევროპას არ სურს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნატოში არსებული მოცემულობა შეცვალოს, ევროპელებს მოსწონთ როგორც ყველაფერი აქამდე იყო, როდესაც ისინი დამოკიდებულნი იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ევროპა კი ამ დროს საშინაო კეთილდღეობაზე იქნებოდა კონცენტრირებული. ეს მოცემულობა წარსულს ჩაბარდა.

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ვეღარ უზრუნველყოფს ისეთ მოცემულობას, რომელშიც ჩვენ ევროპის უსაფრთხოების გარანტორები ვართ. მიმაჩნია, რომ ნატოს რიგებში ურთიერთობაც შეიცვლება, ახალი ბალანსია საჭირო, ევროპას მოუწევს გაცილებით უფრო დიდი როლი შეასრულოს საკუთარ თავდაცვაში.

ევროპელებს ამავე დროს ასევე არ სურთ უკრაინის ომში კომპრომისის ხარჯზე შეთანხმება. ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. მათ სურთ ამ ომის დასრულება, მაგრამ მხოლოდ რუსეთის კაპიტულაციის ხარჯზე. ამ დროს საკმაოდ ნათელია, რომ რუსები კაპიტულაციის გამოცხადებას არ აპირებენ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა კომპრომისია, ევროპელები კი ამისთვის მზად არ არიან,ამჟამად. მიმაჩნია, რომ სტრატეგიულად ევროპა დაკარგულია“, - აღნიშნა ჯორჯ ბიბიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი