მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯორჯ ბიბი: უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა
ჯორჯ ბიბი: უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა

ჯორჯ ბიბი: უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა

იმედი|imedinews.ge

უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა, რას მიაღწიეს გარდა იმისა, რომ რუსები შეაკავეს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ქუინსის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა და დიდი სტრატეგიების დირექტორმა, ჯორჯ ბიბიმ.

გადაცემის წამყვანმა, ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა საუბრისას ყურადღება უკრაინის ამჟამინდელ მდგომარეობაზე გაამახვილა და ასევე მის სურვილზე გაწევრიანდეს ევროკავშირში. იან პრაუდმა ჯორჯ ბიბის ევროპის გაფართოების საკითხზე კითხვით მიმართა.

„90-იან წლებში, ჩემი დიპლომატიური კარიერის დასაწყისში, ბრიტანეთი მაშინ ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი იყო და პოლიტიკა გახლდათ ინტეგრაციის შემცირების ხარჯზე გაფართოების მხარდაჭერა, ეს იყო გაერთიანებული სამეფოს მიზანი.

ჩვენ არ გვადარდებდა, ევროკავშირი უფრო დიდი რომ გახდებოდა და მეტ წევრ სახელმწიფოს მიიღებდა რიგებში. ჩვენ გვადარდებდა, რომ ბრიუსელის ძალაუფლება არ გაზრდილიყო.

ამჟამად ევროპის მთავარი გამოწვევა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ომთან. უკრაინას სურს ინტეგრაცია, უკრაინას სურს, მიიღოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი. ომის შედეგად უკრაინა განადგურებულია, ზელენსკი კი ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებაზე საუბრობს. ევროპელი ლიდერები მას პასუხობენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ბევრ სირთულესთან არის კავშირში და ეს სწრაფად ვერ მოხდება. ევროპა თავს იკავებს და ეს კი თავის მხრივ, ქმნის ლოგიკურ ჩავარდნას.

არ შეიძლება, უკრაინას ბრძოლისკენ მოუწოდებდე და ამავე დროს ეუბნებოდე, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვერ გახდება, 2034 წლამდე მაინც, როდესაც ამჟამინდელ საბიუჯეტო განრიგს ეწურება ვადა. რას ფიქრობ ამ უცნაურ მოცემულობაზე, უკრაინის როლზე ევროპის გაფართოებისა და საერთო ინტეგრაციის გათვალისწინებით?“, - მიმართა პრაუდმა ჯორჯ ბიბის.

ბიბის თქმით, უკრაინელები თუ კომპრომისზე დაფუძნებულ შეთანხმებას დაჰყვებიან, ერთ-ერთი შემადგენელი აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზა.

„მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ, მორალურად არასწორია, უკრაინას არწმუნებდე, რომ მხარს უჭერ, რომ ბრძოლა გააგრძელონ და ამავე დროს არაფერი სარგებელი არ მისცე უკრაინულ მხარეს. უკრაინელები თუ კომპრომისზე დაფუძნებულ შეთანხმებას დაჰყვებიან, ერთ-ერთი შემადგენელი აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზა. უკრაინის ხელისუფლებას უნდა შეეძლოს, საკუთარ მოსახლეობას რაიმე წარუდგინოს გაწეული მსხვერპლის საპირწონედ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი იკითხავს, თუ რისთვის გაიღეს ამდენი სისხლი და იწვნიეს ნგრევა, რას მიაღწიეს გარდა იმისა, რომ რუსები შეაკავეს. ეს ნამდვილი პრობლემაა.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ უკრაინას რაიმე სახის წევრობას შესთავაზებენ, აუცილებელი იქნება რამდენიმე ეტაპიანი გაწევრიანება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი სახელმწიფო, რომელიც არ ეთანხმება უკრაინის გაწევრიანებას, რადგან მათ ადარდებთ უკრაინის მიწათმოქმედებითი პოტენციალი - პოლონელებსა და ფრანგებს განსაკუთრებით, ეს სახელმწიფოები უკრაინის პირდაპირ გაწევრიანებას ევროკავშირში დაბლოკავენ.

პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე საქმე გვექნება უკრაინის ევროკავშირში რამდენიმე ეტაპიან გაწევრიანებასთან, ალბათ. ეს ყველაფერი კი თავისთავად მაგალითი იქნება სხვა სახელმწიფოებისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მაგალითად სერბეთისა და საქართველოსთვის - ისინი იმავე გზაზე შეიძლება აღმოჩნდნენ, რომელსაც ცეცხლმოკიდებული უკრაინა გადის“, - განაცხადა ჯორჯ ბიბიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

იმედი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი