მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ირანის კონფლიქტში იტალიის ჩართულობა არასწორად წარმოაჩინა
ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ირანის კონფლიქტში იტალიის ჩართულობა არასწორად წარმოაჩინა

ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა ირანის კონფლიქტში იტალიის ჩართულობა არასწორად წარმოაჩინა

იმედი|imedinews.ge

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ მწვავედ უპასუხეს ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას, რომელმაც იტალია დაასახელა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ მხარდამჭერად.

ხუთშაბათს მელონიმ საპასუხო კრიტიკა გააჟღერა და აღნიშნა, რომ რუტემ არასწორად მიანიშნა, თითქოს იტალიიდან შესრულებული ფრენები ირანზე პირდაპირი თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა. მისი თქმით, ნატოს გენერალურ მდივანს ეს ვაშინგტონის დარწმუნების სურვილმა ათქმევინა, რომ ალიანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„თავის... მოდით, ასე ვთქვათ, ენთუზიაზმით სავსე განმარტებაში, გენერალურმა მდივანმა ერთმანეთს მიაკუთვნა ისეთი რამ, რაც სინამდვილეში რადიკალურად განსხვავდება და ამით არასწორად წარმოაჩინა ავტორიზებული ფრენების ბუნება“, - განაცხადა მელონიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჩვენ ირანთან კონფლიქტში არ ვმონაწილეობდით. სხვათა შორის, ირანის კონფლიქტში რომ მიგვეღო მონაწილეობა, მაშინ გაუგებარი იქნებოდა ის უკმაყოფილება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ასე ხშირად იმეორებს. ალბათ, ეს იყო მცდელობა, ნატოს მომდევნო სამიტისთვის მაქსიმალურად კარგად მოვმზადებულიყავით, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხებზე საუბრისას სიფრთხილეა საჭირო“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი