მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კადეტთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლაში კურსდამთავრებულთა მე-15 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სიტყვით გამოსვლისას მათ ახალგაზრდა თაობისთვის ლიცეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა კურსდამთავრებულიც, რომელმაც ლიცეუმში სამწლიანი სწავლება შეაჯამა და კადეტთა სკოლის ხელმძღვანელობას, მასწავლებლებსა და ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სამკერდე ნიშნები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება სამხედროების დაჯილდოებით დასრულდა.

საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კურსდამთავრებულთა შორის ხუთი ოქროს და ოთხი ვერცხლის მედლის კანდიდატია. კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში ისინი წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და სხვადასხვა შეჯიბრში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • გვიან ღამით აშშ-მა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმები განახორციელაBM.GE
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ