მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ

კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ

იმედი|imedinews.ge

ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ერთიანი ევროკავშირი, რადგან ეს ბლოკი არის გეოპოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვაშინგტონს ანგარიშის გაწევა უწევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა. მან ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, არ დაასუსტონ ბლოკი აშშ-სთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებით.

„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს სრულიად ნათელი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი; რატომ არ მოსწონს ჩინეთს, რატომ არ მოსწონს რუსეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვართ თანაბარი ძალის მქონე და ძლიერები“, - თქვა კალასმა კვირას, ტალინში გამართულ ლენარტ მერის კონფერენციაზე.

კალასის თქმით, ბევრად „უფრო ადვილია“ ურთიერთობა ცალკეულ ქვეყნებთან, რომლებიც გაცილებით მცირე ზომის არიან, ვიდრე ბლოკთან, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს როგორც თანასწორმა ძალამ. მისი განცხადებით, ისეთი რიტორიკა, როგორიცაა: „თქვენთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ევროკავშირი არ მომწონს“, არის „გათიშე და იბატონეს“ სტრატეგიის ნაწილი.

„ძალიან ვნერვიულობ, რადგან ხანდახან ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ამ გზას ადგება. ეს დაყოფა რეალურად მუშაობს“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ