მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

იმედი|imedinews.ge

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცრუ ბრალდებებში ამხილა.

„სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, ტყუილზე. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული. თქვენ ბრძანეთ, რომ 2017 წლიდან გაიცა ძალიან ბევრი სამშენებლო ნებართვა. 2017 წლამდე, ვიდრე გავხდებოდი თბილისის მერი, დავით ნარმანიას წინააღმდეგ აგორებული იყო კამპანია „გაჩერებული თბილისი“. როდესაც გავხდი ქალაქის მერი, დავიწყეთ მუშაობა და ურბანული მიმართულებით მართლაც იყო გარკვეული ხარვეზები და პრობლემები. დაახლოებით, 235 განაცხადი იყო შემოსული სამშენებლო ნებართვების მიღებაზე, რომელიც იყო პასუხგაუცემელი. ეს სტრუქტურისთვის იყო ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ დღეს არც ერთი განაცხადი არ გვაქვს პასუხგაუცემელი, იმიტომ, რომ თუ შენ იღებ გადაწყვეტილებას შენს თანაგუნდელებთან ერთად, არ უნდა მოგერიდოს პასუხისმგებლობის აღება. სადაც შესაძლებელია მშენებლობის განხორციელება, ბიზნესსექტორს ვაძლევთ ამის საშულებას. სადაც არ შეიძლება ურბანულად პროექტების განვითარება, იქ ვამბობთ არას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს კორპუსები საპარკინგე სივრცეების გარეშე შენდება.

„ეს არის ტყუილი. 2017 წელს გავხდი ქალაქის მერი და მას შემდეგ არც ერთ პროექტზე არ გაცემულა სამშენებლო ნებართვა, სადაც მიწისქვეშა პარკინგი არ იყო გათვალისწინებული. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ასევე, თქვენ თქვით, თითქოს უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არსებობს. ესეც არის ძალიან დიდი ტყუილი. რაც ქალაქის მერი ვარ, მას შემდეგ არც ერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა, სადაც უსაფრთხოების ნორმები არ ყოფილიყოს დაცული. მეტიც, ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც შემოიღო 41-ე დადგენილება, რომელიც უსაფრთხოების ნორმების უმაღლეს სტანდარტს მოიცავს“, - აღნიშნა მერმა.

მისივე თქმით, ოპონენტი საუბრობდა სკოლების მშენებლობის აუცილებლობაზე, რაც მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მერის განცხადებით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქში 29 ახალი, უმაღლესი სტანდარტის საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო 13 ბაღი რეაბილიტირდა.

რაც შეეხება მერის ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში, კალაძე ამბობს, რომ ამ ყველაფერს პირადი ხარჯებით აკეთებს.

„მილანშიც დავდივარ, საფრანგეთშიც, ევროპის სხვადასხვა ქალაქშიც, მაგრამ დავდივარ ჩემი ხარჯით, ჩემი საკუთარი თანხებით. არასდროს მიკადრია, ბიუჯეტის ფული დამეხარჯა, როგორც ამას ერთი პრეზიდენტი წლების წინ აკეთებდა, როდესაც თავისი ოჯახის წევრებს მოახმარდა ხოლმე ბიუჯეტის ფულს“, - აღნიშნა მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
  • ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადაფორმულა
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი