მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ
კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ

კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ

იმედი|imedinews.ge

ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „დებატებში“, რითაც პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებებს უპასუხა.

„ბიზნეს სექტორს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში დიდი როლი აქვს. არ იფიქროთ, რომ სამშენებლო სექტორზე შეტევა შემთხვევით ხდება. 2017 წლამდე რიგი კამპანიები იყო, რომ თბილისი გაჩერებული იყო და არაფერი კეთდებოდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყენაში გრძელვადიანი მშვიდობაა, მიმდინარეობს აღმშენებლობა, უკვე შეტევა მიდის მშენებლობაზე. მაღალია პროცენტობა სამშენებლო ბიზნესის წილისა ქართულ ეკონომიკურ განვითარებაში. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ბიზნესს თანაბრად უჭერს მხარს, პოლიტიკური განწყობების მიუხედავად.

„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მანვე უპასუხა ოპონენტის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზოოპარკის ამჟამინდელი ტერიტორია ბიზნესმენ სოსო ფხაკაძეს გადაეცა.

„საზოგადოებას მინდა დავანახო სიმართლე. ოპონენტი ამბობს, თითქოს ზოოპარკი ფხაკაძეებს გადავეცით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი კი არ აქვს. სინამდვილეში, 2018 წლიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა ზოოპარკის გადატანასთან დაკავშირებით. ზოოპარკის ახლანდელ ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, რომელიც მზიურს შეუერთდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მშენებლობას, მერმა განმარტა, რომ აქ ცენტრალური პარკი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ უახლოეს მომავალში მოეწყობა.

„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს ცენტრალურ პარკს. სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დამთავრდება. პროექტის პირველი ვერსია არ მოეწონა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს. ჩვენი თხოვნით ჩატარდა სამუშაოები, რომ გარკვეული სივრცეები ამოღებულიყო, გადაკეთდა პროექტი. ახლა კი მიმდინარეობს სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი