მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

იმედი|imedinews.ge

ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, სადაც მან უპასუხა შეკითხვას ამერიკული გამოცემის Washington Examiner სტატიის შესახებ, რომ თითქოს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტპატიმრებით ვაჭრობს.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები კი არა, დამნაშავეები გვყავს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდნენ.

„რა შუაშია ვაჭრობა? ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს. ჩვენ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებსაც ჩადენილი დანაშაულის გამო აქვთ სასჯელი მიღებული. 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რომ რევოლუციას აწყობდნენ. მანამდე სახელმწიფო გადატრიალების მთელი კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. 4 ოქტომბერს კი ცდილობდნენ, ეს ყველაფერი სისრულეში მოეყვანათ. თუმცა, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვა და პრევენციული ღონისძიებები გატარდა. ისინი არიან დამნაშავეები, რომლებიც პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ცოცხლად დაწვას უპირებდნენ და ა.შ.

რაც შეეხება აშშ-ს, ჩვენი პოზიცია ბევრჯერ გვაქვს დაფიქსირებული. დასამალი არაფერი გვაქვს. აბსოლუტურად ღია ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ ჰქონდა აშშ-ის წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეს კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შესწევს ძალა, ის არასამართლიანი ურთიერთობა მარტივად გამოასწოროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • რუსთაველის რეაბილიტაციისას კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორესთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს - კალაძეBM.GE
  • კალაძე ღარიბაშვილზე: ალბათ, იცოდა გამოძიებაზე და პრევენციული განცხადება გააკეთაფორმულა
  • კახა კალაძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: უკვე ყველა კარგად ხედავს, რამდენად საშიში იყო სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში და დღეს რამდენად საშიშია ოპოზიციაშირუსთავი 2
  • კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალზე კომენტარს აკეთებსტვ პირველი
კალაძე →

მსგავსი სტატიები

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

Bloomberg: უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტმა 2027 წელს შესაძლოა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს გადააჭარბოს

იმედი

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იორდანიის დელეგაცია საქართველოს ვეტერინარული კონტროლისა და ბიოუსაფრთხოების სისტემას გაეცნო

იმედი

ნიკა ობოლაძე: ჩერგოლეიშვილი 20 წლის ახალგაზრდებს მოუწოდებს, პრეზიდენტი და ამ ქვეყნის შაჰი სალომე ზურაბიშვილია, ყაველაშვილს ნუ აღიარებთო. ოღონდ, თვითონ საარჩევნო კამპანია აქვს, ყაველაშვილის დანიშნული არჩევნებში რომ მიიღოს მონაწილეობა - უტიფრობაში, არათანმიმდევრულობაში და ტყუილში, ჩემპიონები არიან „ფედერალისტები“

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

Daily Wire: ტრამპის ადმინისტრაციამ იმ მემარცხენე რადიკალურ ორგანიზაციებს დაუწესა სანქციები, რომლებიც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალადობრივ ქმედებებს მიმართავდნენ

იმედი