მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე: რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - გვინდა უკრაინაში იყოს მშვიდობა
კახა კალაძე: რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - გვინდა უკრაინაში იყოს მშვიდობა

კახა კალაძე: რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - გვინდა უკრაინაში იყოს მშვიდობა

იმედი|imedinews.ge

უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეგვიცვლია, იმავე პოზიციაზე ვრჩებით - ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს და მშვიდობას ვუსურვებთ უკრაინას, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან, უკრაინის მხრიდან საქართველოსთან უმაღლეს დონეზე კონტაქტების გააქტიურებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სომხეთში პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მას ჰქონდა გარკვეულ საკითხებზე სასაუბრო.

„ჩვენ არანაირი პოზიცია არ შეგვიცვლია - რა პოზიციაც გვქონდა უკრაინასთან მიმართებით, იმავე პოზიციაზე ვრჩებით. ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბევრჯერ გაგვიკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ გვაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა და არავის სიამოვნებს ის, რაც უკრაინაში ხდება. უმძიმესია ეს ყველაფერი, რადგან ომმა უკრაინელ ხალხს მოუტანა ძალიან დიდი უბედურება - დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ეს ძალიან მძიმეა და მშვიდობას ვუსურვებ უკრაინას.

მე არავის ვადანაშაულებ. ხალხი რატომ გვირჩევს პოლიტიკოსებს? იმისთვის, რომ გავატაროთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნისთვის იქნება მნიშვნელოვანი და ქვეყანას აარიდებს საფრთხეებს. უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, დაიცავს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარდეს. მე ასე ვუყურებ და ასე წარმომიდგენია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თუ საჭირო გახდება იმ საკითხების გასაჯაროება, რაზეც პირველ პირებს შორის იყო საუბარი, ასეც მოხდება.

„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა. როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მას ჰქონდა რაღაც საკითხები და პრემიერ-მინისტრმა, რა თქმა უნდა, მოუსმინა, ეს დიპლომატიაა. თუ საჭირო იქნება საკითხების გაჟღერება ჩვენი მხრიდან ან მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ასეც იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი