მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება - პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა

იმედი|imedinews.ge

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისელებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.

ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ამიტომ, მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება. ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა - ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა - ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის მანძილზე ყველანი ვიამაყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.

„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ — გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • ამ ეტაპზე, თუშეთის მიმართულებით გზა მაქსიმალურად მოწესრიგებული და სრულად განვლადია - გზების დეპარტამენტიBM.GE
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ჰამასის სრულ განიარაღებამდე ისრაელის ჯარები ღაზის სექტორს არ დატოვებენრუსთავი 2
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →კალაძე →რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით, შემოსავლების სამსახურში 196 ვაკანსია ცხადდება

იმედი

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კონცერტი გაიმართა

იმედი

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

Chiatura Management Company ჭიათურაში ახალი დასახლების შექმნას გეგმავს

იმედი

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

ირაკლი ქადაგიშვილი უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების განცხადებაზე: ეს განცხადება არის რეფლექსია იმასთან დაკავშირებით, რომ მუდმივად, ყველა მნიშვნელოვან სიტუაციაში თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია უნდათ დააფიქსირონ

იმედი