მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება
კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

კახა ლაბუჩიძე: ისნის რაიონში, მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება

იმედი|imedinews.ge

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა კახა ლაბუჩიძემ ისნის რაიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტი განიხილა.

როგორ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მეტრომშენის დასახლებაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. მისივე თქმით, ეს პროექტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„მეტრომშენის დასახლებაში, მთისძირის ქუჩაზე, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაც მეტრომშენის დასახლების მთისძირის მცხოვრებლებთან შეხვედრაზე ვთქვით. ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ხარისხისა და პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის მაჟორიტარმა საკრებულოს წევრებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია GWP-ს მიერ ფუნდამენტურად განახლდება წყალმომარაგების 1580-მეტრიანი და წყალარინების1270-მეტრიანი ქსელები. ისნის რაიონის გამგეობა განახორციელებს მთისძირის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. კერძოდ, ქუჩის მთელ სიგრძეზე, რომელიც 900 მეტრია, ელექტროენერგიისა და კავშირგაბმულობის საჰაერო სადენები მიწისქვეშა სპეციალურ კაბელარხებში განთავსდება, რაც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ისე ურბანული იერსახის მოწესრიგებას. გაკეთდება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა: სამანქანო გზის სავალ ნაწილზე დაიგება მაღალი ხარისხის ორფენიანი ასფალტის საფარი, სრულად მოეწყობა და განახლდება საფეხმავლო ბილიკები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • 500-კილოვოლტიანი „იმერეთი“ და შეფერხებული დაცვის სისტემა - სემეკის პირველადი დასკვნა მასშტაბურ ავარიაზეBM.GE
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - პარტიაში მასშტაბურ რეფორმებს აანონსებენტვ პირველი
  • საბერძნეთში კვლავ მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიანრუსთავი 2
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

ესპანეთმა იტალია გააფრთხილა, რომ მიიღებს „პროპორციულ ზომებს“, თუ რომი 9 აგვისტომდე არ გააუქმებს სასაზღვრო კონტროლს ესპანეთიდან ჩასულ მგზავრებზე

იმედი

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

გიორგი სიხარულიძე: მნიშვნელოვანია, ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არასოდეს დაიკარგოს

იმედი

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

შოთა ქევხიშვილი: ეს არის განსხვავება ჩვენსა და თქვენ შორის: ჩვენ განვითარებასა და შედეგებზე ვსაუბრობთ, თქვენ კი - პროტესტსა და დესტრუქციაზე

იმედი

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

ნიკოლოზ კახეთელიძე: ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას

იმედი