მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენს, ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა
კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ირაკლი კობახიძეს: ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადმოგცემთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენს, ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა

იმედი|imedinews.ge

ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, მივაღწიეთ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას ისახავს მიზნად, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საპატიო ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე. როგორც კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებაზე. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, ინჟინერიისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ყოველივე ეს ქმნის მყარ საფუძველს იმისთვის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. ეს მართლაც ისტორიული მომენტია და დიდწილად სწორედ თქვენი აქტიური ლიდერობისა და პირადი ძალისხმევის დამსახურებაა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ამ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწიეს. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გულწრფელ მადლობას გადაგიხდით ვიზიტისთვის, დათმობილი დროისა და ჩვენი ხალხების კიდევ უფრო დაახლოებისადმი გულწრფელი ერთგულებისთვის. ბატონო კობახიძე, გამორჩეული ლიდერობისა და ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად, გადავწყვიტე გადმოგცეთ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენი. ეს ჯილდო ჩვენი ქვეყნების მჭიდრო კავშირებისა და მზარდი პარტნიორობის სიმბოლოა. დაე, ეს მაღალი სახელმწიფო ჯილდო იყოს ყაზახეთის ხალხის ღრმა პატივისცემის გამოხატულება ქართველი ხალხისადმი და თქვენდამი ჩემი პირადი დაფასების ნიშანი, ბატონო პრემიერ-მინისტრო”, - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი