მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა
კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს კულტურის სამინისტროში ლევილის ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ლევილის მამულის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელმა ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ანგარიში წარადგინა; ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ლევილის მამულში პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილი საგამოფენო სივრცის კონცეფცია და დიზაინი წარმოადგინეს; ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა კი ლევილის მამულის ბიბლიოთეკის პროექტი წარადგინა. შეხვედრაზე ლევილის ქართველთა სასაფლაოს მოწესრიგების საკითხიც განიხილეს. წარმოდგენილი პროექტების და ანგარიშის შესახებ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს და მოიწონეს.

აღინიშნა ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ლევილის მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ფინალურ ეტაპზეა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ლევილის მამულის მმართველი საბჭოს წევრები- მათ შორის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევილის მამულის საქართველოს გადმოცემისთვის სანოტარო აქტზე ხელმომწერი ოჯახების წევრები, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები, კულტურის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმისა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, ლევილის ქართული აკადემიის ხელმძღვანელი, პროექტში ჩართული ფრანგი ადვოკატი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ