მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში
ლევან მაჭავარიანი: ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში

იმედი|imedinews.ge

არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

წამყვანმა მას კითხვა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა.

„მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რა იგეგმებოდა, რა მოწოდებები და რისი მცდელობა იყო. ამაზე მყარი მტკიცებულება ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი თვეებით ადრე მზადდებოდა და გვესმოდა მუქარა ხელისუფლების მიმართ - დაგამხობთო. მერე შეცვალეს მუქარა და ამბობდნენ - მშვიდობიანად დაგამხობთო. არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში ვინ დაჯდებოდა ამა, თუ იმ ადგილას. არ გამოუვიდათ და შეცვალეს „მესიჯ ბოქსი“.

სალომე ზურაბიშვილმა, არ მაინტერესებდა არაფერი, ისე ვიდექი იქო. პირველი იდგა. აბა გამოსვლოდათ და პირველი შევიდოდა იმ პრეზიდენტის სასახლეში, ვერავინ დაასწრებდა. ინდულგენცია არაა პოლიტიკოსობა. ხელისუფლებაში ვარ და პირდაპირ მაგალითებით ვსაუბრობთ. ჩვენი გუნდის მოქმედი წევრები იყვნენ, თუ წასულები, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული.

იუველირული სიზუსტით ჩაატარა ეს ღონისძიება [გამოძიება] ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა და დე ფაქტოდ მამუკა მდინარაძემ შეასრულა ის როლი და მოვალეობა, რაც დღეს მას დე იურედ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე აქვს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 129 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ