მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, საზოგადოებაში ხელი შევუწყოთ ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს
ლევან მახაშვილი: ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, საზოგადოებაში ხელი შევუწყოთ ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს

იმედი|imedinews.ge

დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კრიტიკული განცხადებები, ეს ორმაგი სტანდარტის ცალსახა გამოვლინებაა, რა თქმა უნდა, თუმცა „მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არ არის ის, რომ რომელიმე უცხოური დედაქალაქის კმაყოფილება გამოიწვიოს.

„ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის, რომ საზოგადოებაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ჯანსაღი დიალოგის კულტურას. როდესაც ერთი ადამიანი მეორეს საჯაროდ შეურაცხყოფას აყენებს, ეს ერთი პირის პრობლემა კი არ არის, საბოლოო ჯამში ეს მთლიანად საზოგადოებრივ კულტურას არღვევს და შლის საზოგადოებრივ დამოკიდებულებას და ურთიერთპატივისცემას, რაც ძალიან საშიში პროცესია.

დებატებთან ერთად, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინიციატივა იყო, არსებულ კანონმდებლობასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა კონტექსტში, ზოგჯერ ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში, ზოგჯერ მათგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად მივიღეთ, საერთო ჯამში ეს გადაწყვეტილებაც სწორედ იმას ემსახურება, რომ იყოს ჯანსაღი, კონსტრუქციული დიალოგის კულტურა საქართველოში და ადამიანებმა ყოველგვარი შეურაცხყოფების გარეშე შეძლონ ერთმანეთთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირდაპირ სახელმწიფოს, კერძო პირის გარეშე აქვს საშუალება, მსგავს ფაქტებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს.

„პროაქტიულობაზე იყო ხაზი გასმული, რომ, არა კერძო პირის მოთხოვნით, არამედ სახელმწიფოს თავად შეეძლოს მსგავს საქმეებზე რეაგირება, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან როდესაც კერძო პირი მიმართავს, აქ უკვე ზიანი დამდგარია, უკვე შემდგარი ფაქტია და ამ დროს, როდესაც ადამიანის ღირსებას შეურაცხყოფ, როდესაც აკნინებ, ამცირებ საჯაროდ, სახელმწიფო თავის რეაგირებას მოახდენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურება სრულყოფილად ვერ ხდება და ნებისმიერ შემთხვევაში ირღვევა უკვე დიალოგის კულტურა.

მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, რომ პროაქტიულად მოახდინოს რეაგირება ამა თუ იმ თემაზე, ამით ერთგვარი პრევენციული მექანიზმი შემოდის, რადგან ქვეყანა უკვე ქმნის იმგვარ გარემოს, სადაც ადამიანებს ნაკლები ინტერესი აქვთ, რომ შეურაცხყოფის ტონით ისაუბრონ და მეტი მოტივაცია, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად მოახდინონ ურთიერთგაცვლა იდეების“, - განმარტა ლევან მახაშვილმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, სახელმწიფო მინისტრის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩებარუსთავი 2
  • საქართველოში დაიკარგა ტაილანდელი იუთუბერი: ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვსფორმულა
  • "ასეთი თემები უფრო "გულს ფხანს" საზოგადოებას"|ვის სჭირდებოდა უცხოელების დასაქმების გამკაცრება?BM.GE
  • HRW: "ოცნების" ახალი კანონები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებსტვ პირველი
საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ