მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: დღეს არსებითად შედგა შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა გამართულად იმუშაოს
ლევან მახაშვილი: დღეს არსებითად შედგა შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა გამართულად იმუშაოს

ლევან მახაშვილი: დღეს არსებითად შედგა შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა გამართულად იმუშაოს

იმედი|imedinews.ge

დღეს არსებითად შედგა შემდგომი ათწლეულების შეთანხმება, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა იმუშაოს გამართულად, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა აზერბაიჯანში, საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმებების შეფასებისას.

მისი თქმით, დღევანდელ შეთანხმებებს ახალი სტრატეგიული განაცხადი შეიძლება ეწოდოს.

„ამ გადაწყვეტილებებზე საუბარი, შეთანხმება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორივე მხარე მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით, უპირველესად ხელისუფლებები, რომ ეს გადაწყვეტილებები ნამდვილად მიღებულიყო საერთო ინტერესის გათვალისწინებით. საზოგადოებამ დღეს უკვე ფართოდ იცის შუა დერეფნის პოზიცია, ისტორიული აბრეშუმის გზა, როგორც ეს ადრე ერქვა საუკუნეების განმავლობაში, რაც ნიშნავს რას, რომ დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ერთმანეთს უკავშირდებოდეს სავაჭრო გზით და დღეს საკვანძო კომპონენტი გადის სწორედ აზერბაიჯან-საქართველოზე. ეს სავაჭრო კორიდორი, შუა დერეფენი არ არის უბრალოდ ცარიელი სიტყვები, ფურცელზე დაწერილი რაღაც კონცეფცია. ეს შედეგები კონკრეტული ინიციატივებისგან, ინფრასტრუქტურისგან შედგება. ეს გადაწყვეტილებები, რაც დღეს ოფიციალურად შეთანხმდა და უკვე გაფორმდა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ფაქტობრივად ახალი სტრატეგიული განაცხადი გაკეთდა და ეს არის იმ მასშტაბის გადაწყვეტილებები, როგორიც 90-იან წლებში საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაკეთდა და როცა დაიწყო მშენებლობა ნავთობსადენების, გაზსადენების. დღეს არსებითად შემდგომი ათწლეულების შეთანხმებები შედგა, რომ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ამ რკინიგზებმა, ნავთობსადენებმა, გაზსადენებმა იმუშაოს გამართულად იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა აქტიურად მუშაობდეს და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ფუნდამენტურად მეტი რესურსი შემოვიდეს ქვეყანაში“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მისივე თქმით, რთული იყო ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ორივე ქვეყანა ძალიან მოწადინებული იყო და რაღაცები გადადო გვერდზე და მიიღო ეს გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ისტორიული შანსის გამოყენებას, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეების დაკავშირებას ემსახურება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →განმავლობაში →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ