მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან

იმედი|imedinews.ge

ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ამ ორგანიზაციებს დაკარგული აქვთ ფუნქცია - რომ გაეძლიერებინათ და გაემყარებინათ საერთაშორისო სამართალი, ამ ფონზე თითოეული მათგანი ჩვეულებრივ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად არის გამოყენებული.

„ამ რეზოლუციების მიღებას აგრძელებენ იმიტომ, რომ სხვა არაფრის კეთება იციან და ისიც არ იციან, როგორ შეიძლება, საქართველოში საზოგადოების სხვა გზით, სხვადასხვა ფორმით შეცდომაში შეყვანა. არაფერი აქვთ სათქმელი შიგნით, არც ამ უცხოურ ძალებს და არც მათ მარიონეტებს აქ პოლიტიკური რადიკალების სახით და ამის გამო გარედან რეზოლუციებით ცდილობენ, რომ გავლენა მოახდინონ მოსახლეობაზე.

ყველაზე კარგი აქ ის არის, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რეალურად რასთან გვაქვს საქმე, რას ემსახურება ამ ტიპის დოკუმენტები და რომ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და შანტაჟი საქართველოს მოსახლეობის მომავლით“, - აღნიშნა მახაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ რა გრძელვადიანი საფრთხე შეიძლება შექმნას ამ რეზოლუციების დაგროვებამ და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პასუხი.

„აქ საშიში საქართველოსთვის ზოგადად არის ის, რომ საერთაშორისო სამართალი მოირღვა. ჩვენთვის, როგორც პატარა სახელმწიფოსთვის, მსოფლიო არენაზე, საერთაშორისო სამართალი არის ფარი იმისთვის, რომ დაიცვა ქვეყანა დიდი გეოპოლიტიკური აქტორების ცალმხრივი აგრესიული ქმედებებისგან.

ამ ტიპის რეზოლუციებით, საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკის იარაღად გამოყენებით ირღვევა ეს საერთაშორისო სამართალი და სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა და საფრთხე ქვეყნისთვის - სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებით ირღვევა და სუსტდება ის ფარი ჩვენთვისაც და სხვა პატარა სახელმწიფოებისთვისაც, რომლებსაც წარმოგვედგინა საერთაშორისო სამართალი, როგორც ერთგვარი დამცავი ზღუდე დიდი ქვეყნებისგან.

რაც ჩვენ შეგვიძლია, არის ის, რომ ვამხილოთ თითოეული ის უსამართლო ცილისწამება, რომელიც მოდის საქართველოსთან დაკავშირებით და მოვუწოდოთ ყველას, განსაკუთრებით დიდ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ დღეს სამართალს, რომ პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს, პატივი სცენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ სამართლის დაცვას“, - განმარტა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ომის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 147 სტატია.

  • შტატების სახაზინო დეპარტამენტში საგანგებო ბრიფინგისთვის ემზადებიან - ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ირანის წინააღმდეგ დაანონსებული ეკონომიკური ომის სტრატეგიას გაახმოვანებსრუსთავი 2
  • ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია - ზელენსკიBM.GE
  • აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღე - შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდატვ პირველი
  • ევროკავშირის პრეს-სპიკერი 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსფორმულა
ომის →

მსგავსი სტატიები

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

იმედი

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

იმედი

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

იმედი

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს