მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ
ლევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ

იმედი|imedinews.ge

ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის ინფორმაციით, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ურთიერთობების განახლებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ გვიმასპინძლა ლუქსემბურგის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გვქონდა გაფართოებული შეხვედრა, სადაც გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ძალიან სიღრმისეულად, ყველა იმ პრობლემატიკაზე, რაც არის გასული თვეების განმავლობაში საქართველოში, მაგრამ, ასევე - მომავალთან დაკავშირებით: რა ნაბიჯებია სამომავლოდ გადასადგმელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

„ასევე, ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე - შავი ზღვის რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით და არის ამისი სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რათა შევძლოთ, რომ ორივე მხარისთვის და მოქალაქეებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. ასევე, დაგეგმილია შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტის ვიზიტი ლუქსემბურგში და გვქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვესაუბრა, რათა, როდესაც აღნიშნული ვიზიტი განხორციელდება, ის იყოს შესაბამისად მომზადებული და შესაბამისი შედეგებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მხარს →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი