მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აშშ-თვის იყო მიუღებელი
ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე. სახელმწიფო დეპარტამენტმა მკაფიოდ აუხსნა ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, აშშ-თვის იყო მიუღებელი

იმედი|imedinews.ge

ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომები დაუშვეს, როდესაც არ ჩაერთნენ დემოკრატიულ პროცესებში, უარი თქვეს საპარლამენტო პროცესებზე და ახლა უბრალოდ დროის მოგებას ცდილობენ იმის იმედით, რომ იქნებ რაღაც მოიგონ ამ პროცესში, მაგრამ გზავნილები იყო ძალიან მკაფიო, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა რადიკალების პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის მხრიდან ოპოზიციის ბოიკოტის დაგმობას უკავშირდებოდა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ გამოხატა პოზიცია, რომ რადიკალების მოქმედებებს მიუღებელია.

„რაც არ უნდა მოინდომონ, კუდები მოაბან ამ პროცესს, თავად სახელმწიფო დეპარტამენტმაც მკაფიოდ გააკეთა განცხადება და აქაც, შეხვედრებზეც ძალიან მკაფიოდ აუხსნეს ამ ადამიანებს, რომ ის ქმედებები, რასაც აკეთებდნენ ისინი, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ - მანდატებზე უარი, დემოკრატიულ პროცესებში ჩართვაზე უარი, პირდაპირ აუხსენი, რომ ეს იყო ანტიდემოკრატიული და ანტისისტემური მიდგომა და აშშ-თვის ასეთი ქცევა იყო მიუღებელი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ნათელი გახდა, რომ საქართველოს და შტატებს შორის კრიზისული პერიოდი დასრულებულია.

ლევან მახაშვილის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გადავიდა და ახლა შემდეგი ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა, ამ ფონზე კი ოპოზიციის მცდელობები ზიანი მიაყენონ ამ პროცესს სასაცილოა.

„საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ შეაჩერონ ეს პროცესი, დააზიანონ გადატვირთვის პროცესი. ხმაური ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ არის, ჩვენთვის მთავარია კონკრეტული საქმე და რუბიოს განცხადება იმისკენ გვიბიძგებს, რომ ვიფიქროთ, რომ ნამდვილად გვაქვს ძალიან კარგი შანსი ეს ურთიერთობები დავუბრუნოთ ნორმალურ დღის წესრიგს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, 25-28 მაისს საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ განცხადება გაავრცელა, რომელიც აშშ-ის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ უჭერს მხარს ქართული ოპოზიციის სრულ ჩართულობას დემოკრატიულ ინსტიტუტებში და არ ემხრობა ბოიკოტს ან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, რომ ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ასობით ათას ადამიანს, რომელიც გახდა ომის მსხვერპლი, ექნება საშუალება დაუბრუნდეს მამა-პაპისეულ სახლებს

იმედი

ლევან მახაშვილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნაზე: ყველა, ვინც ჯანსაღად აზროვნებს, თანხმდება იმაზე, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. სამწუხაროა, რომ კანონის ძალით გვიწევს ამის გაკეთება

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

ლევან მახაშვილი: ჩვენი პარტნიორებიც მეტი პატივისცემით ეპყრობიან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას და ფრანგულ გამოცემაში გამოქვეყნებული სტატიაც სწორედ ამას აჩვენებს

იმედი

ლევან მახაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: როდესაც ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს, აბსურდულ განცხადებებს, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. ყველაფერს ვაძლევთ სათანადო შეფასებას. ადრე თუ გვიან, როდესაც დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველაფერს უნდა ერქვას თავისი სახელი