მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მახაშვილი: უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი - ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს
ლევან მახაშვილი: უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი - ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს

ლევან მახაშვილი: უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი - ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა არ არსებობს

იმედი|imedinews.ge

ამ ტიპის დაპირისპირება კარგად აშიშვლებს იმ სიყალბეს, რაც არის ამ ურთიერთობაში, რომ თითქოს უკრაინა დღეს, ხვალ გახდება წევრი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რითაც გამოეხმაურა Financial Times-ის სტატიას, რომ „გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა“.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის გაერთიანებაში მიღება არ სურთ, მაგრამ არც უკრაინის დაკარგვა უნდათ, ამიტომ ცრუ და ბუნდოვან დაპირებებს გასცემენ.

„უკრაინა ცდილობს იპოვოს მოკლე გზა ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ცხადი - ამდენი წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ არანაირი მოკლე გზა ევროკავშირის წევრობის არ არსებობს. წევრი სახელმწიფოები საკუთარ ინტერესებს მტკიცედ იცავენ და მათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ უკრაინის მსგავსი კონკურენტის ამ ბაზარზე შემოყვანა, მაგრამ თან არ უნდათ უკრაინის დაკარგვა და ასეთი ბუნდოვანი დაპირებებით ცდილობენ უკრაინელების გაბრუებას და არც იმას აცდიან უკრაინას, რომ სხვა ალტერნატივები ნახოს“, - აღნიშნა მახაშვილმა.

ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს - ამ სათაურით Financial Times-ი სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე საუბრობს. გამოცემის თანახმად, კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან „სიმბოლურ“ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გაწევრება მხოლოდ ეტაპობრივად, რეფორმების შესრულების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა ათი წელი გაგრძელდეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება