მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში
ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში

ლევან მოსეშვილი: ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში

იმედი|imedinews.ge

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ბიზნეს ლაუნჯი მგზავრებს დაეხმარება, გაფრენამდე დრო სასიამოვნოდ გაატარონ. ასევე, მიიღონ ყველა შესაბამისი სერვისი.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ VISA-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი სერვისი ჩვენი მგზავრებისთვის. მათ უკვე შეუძლიათ გაფრენამდე კომფორტულ გარემოში დაისვენონ და მიიღონ ყველა შესაბამისი მომსახურება. ახალი ბიზნეს ლაუნჯი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში და ჩვენი მიზანია, მგზავრებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში შესრულებული ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანის მოემსახურება. პროექტის საინვესტიციო ღირებულებაა მილიონ ლარზე მეტია. VISA პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.

ლევან მოსეშვილის განცხადებით,პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ბიზნეს ლაუნჯით უფასოდ ისარგებლებენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სივრცე VISA-ს ბრენდის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქუთაისის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავესრუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • ქუთაისში, მდინარე წყალწითელაში კაცი დაიხრჩოფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი