მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად
ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

ლევან ნიკოლეიშვილი: ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად

იმედი|imedinews.ge

ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

იგი ოპოზიციონერების იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტი ირანში დაკრძალვაზე ჩასვლის გამო გააკრიტიკეს. ასევე მან კომენტარი გააკეთა კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებაზეც, რომელმაც აღნიშნულ ფაქტს „ანტიამერიკული პაქტის განმტკიცება უწოდა.

მისივე თქმით, ჯო უილსონი ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური ფიგურაა.

„თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ გააკრიტიკებდა თავისი ქვეყნის ადმინისტრაციას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან ცდილობენ ურთიერთობების დამყარებას. თუკი მას საქართველოს კრიტიკა სურს, ასევე კარგი იქნებოდა, ტუკი იგი მოუწოდებდა აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ ირანთან შეწყვიტონ ნებისმიერი სახის მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე, მაშინ შესაძლოა, კიდევ დავფიქრებულიყავით, რომ უილსონის მოსმენა შეიძლება. ეს არის იაფფასიანი პოლიტიკანი, რომელსაც ალბათ, წარმოდგენაც არ აქვს, გეოგრაფიულად სად მდებარეობს საქართველო.

ირანი არის რეგიონული მოთამაშე. ირანთან, თურქეთთან, ნებისმიერ რეგიონულ მოთამაშესთან, საქართველომ უნდა დაამყაროს ის პრაგმატული პოლიტიკა და ის ურთიერთობები, რაც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. აქედან გამომდინარე ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებს გაემგზავროს, ირანის ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე. ეს არის დიპლომატიური ჟესტი და პატივისცემის გამოხატვა იმ სახელმწიფოს მიმართ, ვისთანაც ჩვენ უნდა გვქონდეს ურთიერთობა“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, ირანთან, თურქეთთან თუ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას საქართველოს ვერავინ უნდა უკრძალავდეს.

თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თეირანში, მუსალას მეჩეთში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ოფიციალურ სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი