მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლევან ნიკოლეიშვილი ოპონენტებზე: მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია
ლევან ნიკოლეიშვილი ოპონენტებზე: მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია

ლევან ნიკოლეიშვილი ოპონენტებზე: მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია

იმედი|imedinews.ge

მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა მონაწილე ოპონენტების მისამართით.

მისივე თქმით, იგი ყოველთვის ემსახურებოდა და ახლაც ემსახურება საქართველოს. ნიკოლეიშვილმა გადაცემაში მონაწილე ოპონენტები ნეიტრალიტეტის თემაზე სასაუბროდ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ოფისში მიიწვია.

„მე მცირე მადლობა მინდა ამ ბატონებს განვუცხადო იმისთვის, რომ მათ ამ ეთერში განაცხადეს, თუ რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათთვის ნეიტრალიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ აქვთ გააზრებული, თუ რას წარმოადგენს ეს ნეიტრალიტეტი. მე სიამოვნებით ვეპატიჟები მათ პარტიაში. შეგვიძლია, მათ ჩავუტაროთ ლექციები იმის თაობაზე, თუ რა არის უკეთესი.

ასევე, დავინახეთ მათი სუსტი მხარე და დამოკიდებულება იმ ევროილუზიის შესახებ, რაც საქართველოში დღესდღეობით არსებობს და იმის თაობაზე, რომ ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ არც არავინ იღებს ევროკავშირში და მუდმივი შანტაჟის ქვეშ ამყოფებენ სახელმწიფოს, მათ მაინც მიაჩნიათ, რომ ეს არის მათი საფიცარი ორგანიზაცია. რა თქმა უნდა, ეს სამწუხროა, თუმცა სასიხარულო ალბათ, ისაა, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება მომავალშიც, რომ შეაფასოს ის ყველაფერი, რაც ჩვენ აქ ვისაუბრეთ“, - განაცხადა გადაცემის ბოლოს ლევან ნიკოლეიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი