მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლია გიგაური: სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს -აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე
ლია გიგაური: სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს -აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე

ლია გიგაური: სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს -აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე

იმედი|imedinews.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნისთვის ემზადებიან ახალქალაქსა და მარნეულში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს.

„როგორც ყოველთვის, დაგეგმვის პროცესში ვითვალისწინებთ ამ რეგიონების და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებს; ამიტომ ჩვენი ღონისძიებები ძალიან სპეციფიურია, რადგან აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე - ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

ორივე ქალაქში გვექნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები, ეს იქნება კულტურული, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, მასტერკლასები, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური წარმოდგენები; რა თქმა უნდა სტუმრად მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობების გამოფენა. მთელი სულისკვეთება ორივე ქალაქში გახლდათ ის, რომ თითოეულმა სტუმარმა, განურჩევლად მისი ასაკის, რელიგიური მრწამსის თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თავი იგრძნოს ამ დღის სრულფასოვან მონაწილედ, სრულიად აღიქვას რა მნიშვნელობის მატარებელია 26 მაისი და რა დატვირთვა აქვს დამოუკიდებლობის დღის საყოველთაოდ აღნიშნვას.

წელს ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი ქართულენოვან აქტივობებზე გავაკეთეთ, რადგან ის პროგრესი, რაც დღეს გვაქვს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით, ღონისძიებების ყველა კომპონენტში გათვალისწინებულია. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია ზოგადად ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით; იმდენად კარგად, ლამაზად არის მოწყობილი გარემო და გაფორმებული კონსტრუქციები, რომ ნამდვილად კიდევ უფრო მამოტივირებელი იქნება მოსახლეობისთვის. ორივე ქალაქში ნამდვილი სახალხო ზეიმი მოეწყობა და რაც მთავარია ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ ყველა სტუმარმა იგრძნოს სიყვარული და საქართველოს სიყვარულით მოსახლეობის ერთიანობა ამ რეგიონებში.

17 საათსა 10 წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. მარნეულში პირველად ისტორიაში ჰიმნს ერთად შეასრულებენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართული ხმების გუნდი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირველად ჩაერთო ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მომღერალი სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაში და ეს იქნება მართლაც გრანდიოზული, არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ სანახაობრივადაც გაფორმებული.

ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს დასრულდება გალა კონცერტებით, ყველასთვის ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებენ ცნობილი მომღერლები და ანსამბლები,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.

სახელმწიფო მინისტრსი აპარატის ცნობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აპარატის ორგანიზებით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

იმედი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა, აგროსექტორში არსებული გამოწვევების შესახებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრა გამართეს

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა, აგროსექტორში არსებული გამოწვევების შესახებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრა გამართეს

იმედი

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

იმედი

საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

იმედი