
ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა 23 აგვისტოს დილას კიევში ჩავიდა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში უკრაინის დროშისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
მან ასევე დასძინა, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიებში ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მოკავშირეებთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში.
მანამდე კიევში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფულიც ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან ესტონეთისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები - კრისტენ მიხალი და იონას გარ სტორე, რომლებიც „ჩრდილოეთ-ბალტიის რვიანის“ (NB8) შეხვედრაზე დაესწრებიან.
იმედი
წყარო: imedinews.ge