მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია
ლიზა გეგეჭკორი: ანაკლიის პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლითაც სახელმწიფო ინარჩუნებს სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე სასიცოცხლოდ აუცილებელია

იმედი|imedinews.ge

დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი და სტრატეგიულად გათვლილი გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით.- წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით წლების განმავლობაში გაჟღერებულ უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა, წერტილი დაუსვა.

„ბევრისთვის ეს შესაძლოა მხოლოდ ეკონომიკური ტერმინი იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პირდაპირი და ძალიან მკაფიო განაცხადი: სახელმწიფო თავის უმთავრეს, ისტორიულ და სტრატეგიულ აქტივს არავის უთმობს.

რატომ არის ეს გადაწყვეტილება საუკეთესო და რატომ პასუხობს ის პირდაპირ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს? ამიტომ: ეროვნული საკუთრების ხელშეუხებლობა: „ლენდლორდის“ მოდელის მთავარი პრინციპი ისაა, რომ პორტის ტერიტორია, მიწა და ფუნდამენტური ინფრასტრუქტურა 100%-ით რჩება სახელმწიფოს, ანუ ქართველი ხალხის საკუთრებაში.

ასეთი მასშტაბის პორტი არა მხოლოდ ეკონომიკა, არამედ პირდაპირ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებაა. ამ მოდელით სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ, სუვერენულ კონტროლს იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს საზღვაო არტერიაზე, რაც დღევანდელი გეოპოლიტიკური ქარცეცხლის ფონზე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის მესაკუთრე სახელმწიფოა, უშუალოდ ოპერირებაში, ტვირთების მართვასა და ტერმინალების აღჭურვაში შემოვა კერძო კაპიტალი და საერთაშორისო გამოცდილება. ანუ, ჩვენ ვიღებთ კერძო სექტორის მაქსიმალურ ეფექტურობას ისე, რომ არ ვკარგავთ მთავარი მეპატრონის სტატუსს.

წლების განმავლობაში ვისმენდით უსაგნო სპეკულაციებს, თითქოს ანაკლიის პროექტი არ აშენდებოდა ან ვინმე უცხოელ მოთამაშეს ჩვენი ქვეყნის მთავარ არტერიაზე სრული მონოპოლია უნდა დაემყარებინა. დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ამ მანიპულაციებს წერტილი დაუსვა.

ანაკლიის პორტი აშენდება! და ის აშენდება ზუსტად ისე, როგორც ეს საქართველოს სჭირდება, ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, ეროვნული სუვერენიტეტის სრული დაცვითა და მომავალ თაობებზე ზრუნვით.

ძლიერი, დამოუკიდებელი და გეოპოლიტიკურად წონადი სახელმწიფო ზუსტად ასეთი ჭკვიანური, ეროვნული და პრაგმატული ნაბიჯებით შენდება!“- წერს გეგეჭკორი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი