მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება, ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება, ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება, ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა. მისი თქმით, ეს საქართველოზე მეტად დღეს ევროპას სჭირდება.

„ერთი მხრივ, შეცვლილ რიტორიკაზე საუბარი ცოტა ხნის წინ დაიწყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ბუნებრივია, შეუძლებელია ეს ვერ შევამჩნიოთ, რომ არ არის ის ენთუზიაზმი საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვხედავდით ერთი-ორი წლის წინ და გარკვეულწილად იცვლება, უფრო რეალურ ჩარჩოებში ბრუნდება ურთიერთობები. მეორე მხრივ, ვხედავთ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს, რომელიც ისევ და ისევ არის სრულიად აბსურდული დოკუმენტი. როგორ გავიგოთ ახლა ასეთი გზავნილები ბრიუსელიდან. საქართველოს საზოგადოებამ კი კარგად იმეცადინა ამასობაში ევროკავშირის ინსტიტუტებში და ევროკავშირის სტრუქტურაში. ერთი მხრივ, ვისაუბროთ ურთიერთობებზე, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდება ევროპას, ევროკავშირს, ბრიუსელს. მეორე მხრივ, ჩვენ ვუყუროთ ევროკავშირის ერთ-ერთი ინსტიტუტის ასეთ დამოკიდებულებას, რომელსაც შიგნით ძალიან ხშირად იხსენიებენ ხოლმე, ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, იგივე ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეგვახსენებს რომ ეს ხალხის არჩეული დემოკრატიული ინსტიტუტია და მნიშვნელოვანია. მოკლედ, მნიშვნელოვანი არის თუ არ არის, ჩვენთვის არის ერთი რამ მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში იყოს სამართლიანი და რეალისტური დამოკიდებულება. ეს ჩვენზე მეტად დღეს სჭირდება ევროპას, ისევ და ისევ ევროკავშირს იმისთვის, რომ რეპუტაციაც დაიცვას და შენარჩუნდეს, ვინაიდან ასეთი რეზოლუციები, ასეთი დოკუმენტები პირველ რიგში მათ რეპუტაციაზე მეტყველებს ცუდად, თორემ ამ პატარა საზოგადოებაში ძალიან რთულია დამალო რამე და დაიჯერო ის, რაც წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. წარმოუდგენელია მისი სერიოზულად აღქმა ჩვენი საზოგადოების მხრიდანაც. ასე რომ მნიშვნელოვანია თავის რეპუტაციას გაუფრთხილდნენ პირველ რიგში და სერიოზული საუბარი გვქონდეს, ვინაიდან ეს სჭირდება ევროპას დღეს. სჭირდება საქართველო, სჭირდება სამხრეთ კავკასია და ამას ვერავინ ვეღარ უარყოფს, უფრო მეტად საუბრობენ.

მეორე მხრივ, ისევ და ისევ კონკრეტული პირები, რომლებიც დღეს იკავებენ წამყვან თანამდებობებს ბრიუსელში, მაქსიმალურად ცდილობენ ისაუბრონ ისე, რომ არ ახსენონ საქართველო. ჩაატარონ შეხვედრები ისე, მათ შორის დაკავშირებადობაზე, რომ არ ჰყავდეთ საქართველო და უნდათ, რომ ამავდროულად სერიოზულად გამოიყურებოდნენ. წარმოუდგენელია, ეს ორი ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. ისაუბრო დაკავშირებადობაზე და იქ არ გყავდეს საქართველო და არ ესაუბრო მას“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი