მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს
მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს

მაკა ბოჭორიშვილი პრემიერ-მინისტრის ყირგიზეთში ვიზიტთან დაკავშირებით: ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს

იმედი|imedinews.ge

ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ყირგიზეთში პრემიერ-მინისტრის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყირგიზეთში ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს ყოფილა მაღალი დონის ვიზიტი საქართველოდან ყირგიზეთში. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობები განვითარდეს და უფრო გაღრმავდეს,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა.

„შევხვდი ჩემს კოლეგას, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე და შესაძლებლობებზე, რაც არსებობს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით. გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, რაც ეხება სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე პროგრამა, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და მხარეებს შორის გაგრძელდება მუშაობა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის.

„პოტენციალი ნამდვილად არის, დაინტერესება არის განსაკუთრებით „შუა დერეფნის“ კონტექსტში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების განვითარების, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და ამ მიმართულებით უნდა გაგრძელდეს მუშაობა ყირგიზულ მხარესთან“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ