მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად
მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად

მაკა ბოჭორიშვილი: პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სინგაპურში იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად

იმედი|imedinews.ge

საქართველოსა და სინგაპურს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მაღალი დონის შეხვედრებზე ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება ორ ქვეყანას შორის მომავალში გადაიდგას, როგორ შეიძლება წავახალისოთ ეკონომიკური კავშირები და პოლიტიკური დიალოგი, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში ვიზიტის შეფასებისას.

მინისტრის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კოლეგა მინისტრებთან გამართულ შეხვედრებს, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.

„ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ შედგა შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან. მქონდა შესაძლებლობა, ჩემს კოლეგასთან ერთად მესაუბრა და განმეხილა საქართველოსა და სინგაპურს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. ჩვენ ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრებზე ასევე ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთვის სინგაპური მნიშვნელოვანი ქვეყანაა აზიის ქვეყნებთან კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთან კავშირები სინგაპურისთვის, სწორედ ჩვენს რეგიონთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. სწორედ ამისთვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ორ ქვეყანასა და ორ რეგიონს შორის კავშირების გასაძლიერებლად“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შესაძლებლობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • "ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა 7-8%-იანი ზრდის შესაძლებლობა წაგვართვა, თუმცა ჩამორჩენა ამოვავსეთ"|ანალიზიBM.GE
  • ეს იქნება ერთჯერადი, საგამონაკლისო წესით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წელს განხორციელდება - გივი მიქანაძე მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობაზერუსთავი 2
  • 1795 აბიტურიენტს, ვინც მინიმალური ზღვარი გადალახა, "მეორადი ჩარიცხვის" შესაძლებლობა ექნებაფორმულა
  • 1795 აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებანეტგაზეთი
შესაძლებლობა →მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

მსოფლიოში 65 წელზე უფროსი ადამიანების რაოდენობამ 5 წლამდე ბავშვების რაოდენობას პირველად გადააჭარბა

იმედი

ანა წითლიძე: ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელმაც თავისი თავის კაპიტალიზირება მოახდინა მიშას რესურსზე, აბსოლუტურად ყველანაირად, გინდა ფინანსური, გინდა მაგისი გავლენები - ყველაზე გავლენიანი პირი თუ ვინმე იყო, არაფორმალური მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ ეგ იყო, „მთავარის“ დირექტორი რომ იყო

„ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ“ - საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი