მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან
მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან

იმედი|imedinews.ge

ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, თითქოს საქართველომ საგარეო ვექტორი შეიცვალა.

მისივე თქმით, ძალიან ახლოს მხედველი უნდა იყო მაშინ, როდესაც ერთი მიმართულებით ითხოვ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, რაც მხოლოდ დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და მომავალს, თუკი ქვეყანა ერთი მიმართულებით იქნება შეზღუდული ურთიერთობების განვითარებაში.

„საქართველოს აქვს ძალიან მტკიცე, სტრატეგიული არჩევანი და ჩვენი სტრატეგიული გზა განსაზღვრული კონსტიტუციით, ამაზე უფრო მტკიცედ ვერანაირად განსაზღვრავს ქვეყანა მის სტრატეგიულ მიზანს და გზას. ეს სტრატეგიული გზა და მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს და განავითაროს ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა მოთამაშესა და რეგიონთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

როდესაც ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაციის გზა მოდის ჩვენს თავში და ეს არის ის, რაც ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რაც კონსტიტუციაშიც ასახულია. ეს მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ ურთიერთობები განვავითაროთ თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, აღნიშნული ურთიერთობების განვითარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, არამედ მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროკავშირისთვისაც.

„ევროკავშირსაც სჭირდება საქართველოს და შუა დერეფნის გავლით აღმოსავლეთის მიმართულებით კავშირების განვითარება. საქართველო აკეთებს იმას, რაც შედის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისა და ევროპულ ინტერესებში. ეს არის ის, რაც კეთდება და სწორედ ამისთვის სჭირდება საქართველოს მტკიცე კავშირები აღმოსავლეთით, აზიის მიმართულებით.

დღეს, როდესაც ეკონომიკურ ძალასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ დაინახოთ, თუ რა ტემპით ვითარდება აღმოსავლეთით ეკონომიკები, რა ტემპით ვითარდება აზიის ქვეყნები და რა როლი აქვთ მათ ჩვენი კონტინენტის ეკონომიკურ უსაფრთხოებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ კავშირების გაძლიერება და სწორად გამოყენება“, - განმარტა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე დასძინა, რომ საქართველოს ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობები, თუმცა, პოტენციალი არის დიდი და შეცდომა იქნება, თუ საქართველო არ განავითარებს ამ ურთიერთობებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლუკა წიკლაური „რადიო თავისუფლების” სიუჟეტზე: კამერასთან დაბნეულობა იყო ჩემი ერთადერთი „დანაშაული”, რომელიც მედიამ სათავისოდ გამოიყენა. ინტერვიუ დაჩეხეს, კონტექსტიდან ამოგლიჯეს და აგრესიულ სექტას საჯიჯგნად მიუგდეს. უკვე ორი დღეა ჩემი ოჯახი უდიდეს სტრესს და ბულინგს განიცდის

გიგა ავალიანის საქმე და კიდევ ერთი დაკავებული - რას ედავება გამოძიება გიორგი მალანიას და როგორია გარდაცვლილი მასწავლებლის დედის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის საქმე და კიდევ ერთი დაკავებული - რას ედავება გამოძიება გიორგი მალანიას და როგორია გარდაცვლილი მასწავლებლის დედის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

დანაშაულის, სიძულვილის ენის და დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო - 1 თვე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან. როგორია მონაცემები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

დანაშაულის, სიძულვილის ენის და დაპირისპირებისგან მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფო - 1 თვე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან. როგორია მონაცემები? „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი