მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული

მაკა ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკომისიის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 11 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა ევროკავშირის რეგულაციით არის გათვალისწინებული.

„ეს არის რეგულაციით გათვალისწინებული შეხვედრა, რასაც ითვალისწინებს თავად ევროკავშირის რეგულაცია. იმ შემთხვევაში, როდესაც ევროკავშირის გადაწყვეტილებით ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, ევროპული მხარე ვალდებულია ასეთი დიალოგი წამოიწყოს მესამე ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში საქართველოსთან და იყოს მსჯელობა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ურთიერთობები. ეს არის პირველი შეხვედრა, რომელიც გაიმართება 11 ივნისს“, - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპული მხრიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებას მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და საკითხის პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოყენების მცდელობები.

„სამწუხაროდ, თავად ევროკავშირის მხრიდან, ევროპული მხრიდან ეს ინფორმაცია უცნაურად გაჟღერდა, რასაც მოჰყვა არასწორი ინტერპრეტაციები და კომუნიკაციები. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკოსის, აქტივისტების განცხადებები, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ისევ და ისევ გამოიყენონ შანტაჟისთვის, ჩვენს მოქალაქეებში გააჩინონ შიში, თითქოს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ემუქრება საფრთხე და ერთგვარად ასეც "მონათლეს" ეს შეხვედრა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული. ამასთან მინისტრმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

„შეხვედრა არის ტექნიკური, გაიმართება სამუშაო დონეზე. ეს არის ის, რასაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია. ჩვენ მოველით, რომ შეხვედრა იქნება კონსტრუქციული, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ინტერესი. სწორედ ამიტომ იღებს ქართული მხარე შეხვედრაში მონაწილეობას, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ ის გზები, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ის წინაპირობები, რაც იქნა გამოყენებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. დაველოდოთ 11 ივნისს. ჩვენ გვექნება მეტის თქმის შესაძლებლობა თავად შეხვედრის შემდგომ. მანამდე უბრალოდ კარგი იქნებოდა, თუკი პოლიტიკოსები და სხვა აქტორებიც თავს შეიკავებდნენ ამ თემაზე სპეკულაციებისგან, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →მხარს →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი