მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას
მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრის სინგაპურში გამართული შეხვედრები შეაფასა: ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან გამართული შეხვედრები შეაფასა. მისი განცხადებით, ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

„დღეს შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ორივე ქვეყანას აქვს ინტერესი, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და პარტნიორობას. ეს მნიშვნელოვანია როგორც სინგაპურისთვის, ისე საქართველოსთვის და საქართველოს პოზიციონირებისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არა მხოლოდ, უფრო ფართო რეგიონშიც“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს, მათ შორის ბიზნესწრეებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით.

„განვიხილეთ საერთაშორისო თანამშრომლობის დღის წესრიგი, სინგაპურსა და საქართველოს შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა და პარტნიორობის განვითარების პოტენციალი, ასევე ბიზნეს და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესაძლებლობები. პოტენციალი ნამდვილად არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერების და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები იმისათვის, რომ ეს პოტენციალი სრულად იყოს გამოყენებული. ამისათვის საჭიროა ბიზნეს კავშირების გაძლიერება. ეს ვიზიტი იქნება გამოყენებული სწორედ ამ მიზნებისთვის და შედგება შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთანაც“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 199 სტატია.

  • რა შეიცვლება 2026 წლის ბიუჯეტში? - ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებაBM.GE
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • "ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ასავალ/დასავალის ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს რომ ისაა ნამდვილი ცოლი

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აღმოსავლეთ საქართველოში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

იმედი

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

Reuters: სი ძინპინი აშშ-ში მსხვილი ბიზნესმენების ჩაყვანას გეგმავს

იმედი

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

მუხროვანში საპარაშუტო მომზადების პროგრამა დასრულდა

იმედი