მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება
მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება

მამუკა მდინარაძე: ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება

იმედი|imedinews.ge

ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - განუცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი, რადგან არ შეიძლება მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში.

„ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან, რომელიც ქვეყნიდან ვისგან მომდინარეობს დარტყმა, სამწუხაროა, ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე. ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი. არ შეიძლება, მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში, მერე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენს ურთიერთობებს. პარადოქსულია ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, ისინი მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →შექმნა →

მსგავსი სტატიები

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი