
მამუკა მდინარაძე გიორგი ახობაძის პოსტზე: ვის ინტერესებსაც, საბოლოო ჯამში, შედეგობრივად ატარებენ, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული; ამაზე ოცნებობენ წლების განმავლობაში - ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ასე შემდეგ
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის აქტივისტის, გიორგი ახობაძის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ახობაძე წერს, რომ ქართული ნავთობტერმინალები უკვე უკრაინისთვის სამხედრო სამიზნეებია.
მდინარაძის თქმით, ისინი სამიზნეებს ურჩევენ მათ, ვის ინტერესებსაც თავად ატარებენ.
„ისინი რაზეც ოცნებობდნენ - ბომბების წვიმაზე - საუბრობდნენ და წამოსცდებოდათ ხოლმე, იმას ახლა ალაპარაკებენ, მათ შორის, ყველაზე „გამბედავს“. ანუ, მათ ენაზე რომ ვთქვათ, ვის ინტერესებსაც, საბოლოო ჯამში, შედეგობრივად ატარებენ, სამიზნეებს ურჩევენ და ეს სამიზნეები არის ქართული. ამაზე ოცნებობენ წლების განმავლობაში, ამ ოცნების წამოცდენებს ვხედავთ ხოლმე - ბომბების წვიმა, ომის დაწყება და ა.შ. ეს, უბრალოდ, გახმოვანდა ახლა ამ ადამიანის მხრიდან“,- აღნიშნა მდინარაძემ.
ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა: „მე მგონი, უბრალოდ, ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე, უბრალოდ, დავსხდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშით".
იმედი
წყარო: imedinews.ge