
მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა, როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იყო, არის და იქნება
პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც კორუფციას ებრძვის, მსგავსი ბრალდებებისთვის მზად უნდა იყოს. „მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, ამისგან თავს შევიკავებ. პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ, სწორი არ იქნება ჩემგან შეტევაზე გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით, რომ როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები უკომპრომისოდ დავუპირისპირდებით კორუფციას, ამისათვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ. როდესაც ადამიანი გადმოდის შეტევაზე, უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მის მიზნობრიობაზე მე შევეცდები, რომ დღეს არ ვისაუბრო. სერიოზულადაც არ შეიძლება ჩვენ ისეთ საკითხებზე ვილაპარაკოთ, რამდენი შეტევაც განხორციელდება ჩვენზე კორუფციასთან ბრძოლის გამო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ექსპრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 17 აგვისტოს საპატიმროდან დაწერა, რომ წერილი მიიღო ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხოლო მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ტექსტში კი წერილის გამგზავნად მამუკა მდინარაძე დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმებაზე ხელი აქვს მოწერილი , რის საფუძველზეც 5 წლით პატიმრობა მიესაჯა. ახლა კი იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
იმედი
წყარო: imedinews.ge