მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე: ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა
მამუკა მდინარაძე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე: ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ, ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა

იმედი|imedinews.ge

ეს უნდა იყოს ნიშანი, გნებავთ გაფრთხილება, ყოველგვარი მუქარის გარეშე, საიმისოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ვერც ერთმა სხვა ქვეყნის ფარულმა წარმომადგენელმა თავი დაცულად ვერ იგრძნოს, როგორც მინიმუმ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებს შეეხებოდა. მამუკა მდინარაძის თქმით, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის აღნიშნული მიმართულებით, არასდროს ყოფილა. „ვპირდები ყველას, რომ არც ერთი ასეთი ადამიანი შეუმჩნეველი აღარ დაგვრჩება, ქართული სახელმწიფო ასეთი ძლიერი ამ მიმართულებითაც არასდროს ყოფილა, ამის თქმის საფუძველს მაძლევს გეკა გელაძის უწყების სიძლიერე, სულხან თამაზაშვილის უწყების სიძლიერე და ა.შ. როდესაც მე ვამბობ, რომ რეალური ჯაშუში არავის დაუკავებია ჯერ ამ ქვეყანაში, გარდა ამ ბოლო პერიოდისა, ვგულისხმობ იმას, თუ ვის იჭერდნენ „ნაცების“ დროს ჯაშუშობაზე. ხან ფოტოგრაფს დააბრალეს და ხან იმათ - მიშა სააკაშვილს რომ აგინა პირდაპირ ეთერში. მერე გაზეთები ამოუღეს, რომ რუსებს გაზეთებს უგროვებდაო, ვითომ რუსები გაზეთებს თავისით ვერ იყიდდნენ. ამ დონის ვითომ ჯაშუშობაში ბრალდებულები იყვნენ. ადამიანი, რომელიც ქსელს ხელმძღვანელობს, ფულს, დავალებებს ანაწილებს, მერე პასუხებს ითხოვს, იბარებს ანგარიშებს, არასდროს საქართველოს ისტორიაში არ დაგვიკავებია და არც ორი ქვეყნის ჯაშუშობაში ბრალდებული პირი არ გვყავს აქამდე დაკავებული. ამაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ თვეების წინ. გამოვლენაზე იყო ნამუშევარი რაღაც დონეზე, მაგრამ მტკიცებულებების შეგროვება, რომ შემდეგ ეს რეალიზებული ყოფილიყო და დაკავებულები ყოფილიყვნენ რეალური ჯაშუშები, აქამდე საქართველოში არ, თუ ვერავინ გაბედა და ეს ჩვენ შევძელით. ამით მე პირადად ამაყი ვარ,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →დაკავებული →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი