მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება
მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება

მამუკა რეხვიაშვილი: ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება

იმედი|imedinews.ge

რუსთავის საკრებულოში პირველად, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა „წარმოადგინე შენი ქალაქი“ დაიწყო, - ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი ოფიციალურად საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ ღონისძიებაზე გაიხსნა. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და თავმჯდომარის მოადგილეები ახალგაზრდებს შეხვდნენ, მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს, აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ გაიგოს საკრებულოს საქმიანობის სპეციფიკა და უშუალო მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენი ქალაქის - რუსთავის განვითარებას ემსახურება. დღეიდან ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო ეტაპზე გადავა.

დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ბევრი კარგი იდეის და საინტერესო ინიციატივის დასაწყისი გახდება. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ქალაქში ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერებაზე, რაც სწორედ თქვენნაირი ჭკვიანი, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

სტაჟირების პროგრამის მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში აქტიურად დააკვირდებიან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის სპეციფიკას - დაესწრებიან საკრებულოსა და კომისიების სხდომებს, მონაწილეობას მიიღებენ აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ კი სერტიფიკატები გადაეცემათ.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ქალაქში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო და ქალაქი განვითარების სხვა ეტაპზე გადაიყვანა. მოგეხსენებათ ქალაქში ბოლო პერიოდში შეიქმნა ბევრი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. გვაქვს მაღალი, თანამედროვე სტანდარტის მედიათეკა, ციფრული განვითარების სივრცე, ახალი სპორტის სასახლე და სხვა მნიშვნელოვანი ლოკაციები, სადაც თქვენ, რუსთაველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა გაქვთ ღირსეულ გარემოში განავითაროთ თქვენი ინტერესები. გრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება და თქვენ ამ პროცესს საკრებულოში საქმიანობის პერიოდში პირადად გაეცნობით“, - განაცხადა მამუკა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტის მიზანი, ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ სტუდენტების ინფორმირება და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი