მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ვიხილეთ სასტიკი ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით
მარიამ ლაშხი კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებზე: ვიხილეთ სასტიკი ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით

იმედი|imedinews.ge

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა, კოპენჰაგენში განვითარებული მოვლენები მედიასთან შეაფასა.

„ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ძალადობა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან შუაგულ ევროპაში, დანიაში, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადებებით, მათ შორის აქციასთან დაკავშირებით ვნახეთ მათი განცხადებები.

არ ვიცი, ამას ორმაგი სტანდარტი თუ უსტანდარტობა ჰქვია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში, შუაგულ ევროპაში ამ ძალადობრივ ქმედებებს ვერ ხედავ და შეფასებას არ უკეთებ, თუმცა, ყოველთვის იცლი საქართველოს კრიტიკისთვის, რომელიც ევროპის შეფასებებით, სამართლიანობის ინდექსში მოწინავეა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

როგორც ცნობილია, დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

დანია ის სახელმწიფოა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ შეფასებებს სისტემატურად გამოხატავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი