მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს
მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, - განაცხადა ბაქოში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, შეთანხმება, თავისი შინაარსით, დაახლოებით ექვს ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

„პირველი, ეს არის ენერგეტიკის სექტორი და მეორე - ტრანსპორტის მიმართულება. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სასიხარულოა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობაზე. ეს გახლავთ გაზის სექტორში 20-წლიანი ხელშეკრულება და თანამშრომლობა“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, გაგრძელდა მოქმედი ხელშეკრულება, რომლის ვადა 2026 წელს იწურება და რომელიც საქართველოსთვის სოციალური გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„რეალურად გაფორმდა ახალი ხელშეკრულება, რაც უდიდეს წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ შეთანხმების ნაწილია ელექტროენერგეტიკაში თანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს იმპორტს, ტრანზიტს, ისევე როგორც სხვა არაერთ მიმართულებას. შეთანხმების ფარგლებში ჩვენ, ერთი მხრივ, ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული შეთანხმებები კიდევ უფრო მეტად გაამყარებს საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის ფუნქციას როგორც გაზის, ისევე ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ