მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე: ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი
მარიამ ქვრივიშვილი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელზე: ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი

იმედი|imedinews.ge

ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას და ეს მოდელი უზრუნველყოფს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ გახდება საერთაშორისო ინტერესების ცენტრი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად უნდა უზრუნველყოს გაზრდილი ტვირთნაკადების გატარება, მიღება, დამუშავება და შემდგომში უკვე, რა თქმა უნდა, გლობალურ ლოგისტიკაში ჩართულობა.

„ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. მინდა გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ეს არის ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ ტვირთნაკადების მობილობას შუა დერეფანში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რადგან ამ ქვეყნებიდან გენერირდება ტვირთები, რომელიც შემოედინება ჩვენ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვაგრძოთ კოორდინირებული მუშაობა. იცით, რომ საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე უზრუნველყოფს ჩვენი სატრანსპორტო სექტორის ძალიან სიღრმისეულ განვითარებას. 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება დამატებით სატრანსპორტო სექტორში, რის ფარგლებშიც მოხდება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ისევე როგორც დასრულდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ამავდროულად მოხდება ისტორიული პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია“, - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სრულ კოორდინაციაში ვითარდება.

„დღეს დაახლოებით 15 მილიონი ტონა ტვირთი მოძრაობს შუა დერეფანში და ეს არის დაახლოებით ის გამტარობა, რომელიც დერეფანს გააჩნია. ერთიანი ძალისხმევით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ფაქტობრივად მივაღწიეთ იმ შეთანხმებას, რომ თითოეული ქვეყანა თავის ნაწილში განახორციელებს პროექტების განვითარებას, ინფრასტრუქტურის ზრდას და მშენებლობას იმისთვის, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში აღნიშნული დერეფნის ფარგლებში 15 მილიონი ტონა დაახლოებით 25 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის და ზოგადად, ყველა ქვეყნისთვის, რომელიც დღეს უკვე ჩართულია შუა დერეფანში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი