მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში
მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში

მარიამ ქვრივიშვილი: როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, საქართველო გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში

იმედი|imedinews.ge

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკის ყველა მიმართულება, ყველა სექტორი თანმიმდევრულად და მდგრადად იზრდებოდეს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის კომენტირებისას.

სსფ-ს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, აპრილის პროგნოზთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და 6.5% შეადგინა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოსადმი ნდობა ასევე მზარდია და ჩვენს ქვეყანას ანალოგიურად აფასებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სექტორული განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად არაერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო სექტორთან, ასევე მუშაობს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკაზე.

„რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ვსაუბრობთ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ჩვენი ქვეყანა ამ პოლიტიკის შედეგად გამორჩეულია და ლიდერია ჩვენს რეგიონში, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მორიგი წარმატების წელი, რაც უზრუნველყოფს წლის ბოლოს კიდევ ერთ წარმატებას ეკონომიკურ ზრდის მიმართულებით, გვექნება კიდევ უფრო მეტად ხელშესახები შედეგები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელშესახები შედეგები გვექნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის და ამ კეთილდღეობის ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →წევრი →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი