მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: უახლოეს მომავალში მოხდება ბაქო-სუფსის მილსადენის ექსპლუატაციაში დაბრუნება, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის

იმედი|imedinews.ge

ვიწყებთ თანამშრომლობას აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-თან, რომელიც ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ბაქო-სუფსის მილსადენის ოპერირების აღდგენას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. ბაქო-სუფსის ნავთობსადენი მიწოდების ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ევროპაში ნავთობის ტრანზიტის განახლებას უზრუნველყოფს. წარმატებით დასრულებული რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია - SOCAR Midstream Operation LLC-ისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობისა სახელმწიფო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ნავთობსადენის მინიმალური დატვირთვის საკითხსაც განსაზღვრავს.

„ბაქო-სუფსის მილსადენს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად, რეგიონისთვის, ისე ევროპისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის. აღნიშნული მილსადენი ბოლო წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, თუმცა, მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით, უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსპლუატაციაში დაბრუნება. ამ პროექტის განახლებით საქართველო კიდევ უფრო განიმტკიცებს თავის პოზიციას, როგორც საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორი მეზობელი სახელმწიფოებისა და ევროპისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით ნავთობის უსაფრთხო ტრანზიტს უზრუნველყოფს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ბაქო-სუფსის მილსადენი საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონში წარმატებით განხორციელებულ პირველ სატრანზიტო პროექტს წარმოადგენს. საოპერაციო შეთანხმების გაფორმება ქართული და აზერბაიჯანული მხარეების ურთიერთხელსაყრელი პარტნიორობის გაგრძელების ახალი ეტაპია, რომელიც მის მონაწილეებს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს, მათ შორის, მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა

იმედი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი