მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრებისას აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში
მარიამ ქვრივიშვილი: უზბეკეთის დელეგაციასთან შეხვედრებისას აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობაზე - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ზოგადად, შუა დერეფნის კონტექსტში

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა შედგა უზბეკეთის დელეგაციის წევრ მინისტრებთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„შეხვედრების ფარგლებში ჩვენ აქტიურად ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა, მათ შორის, უზბეკეთის მხრიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარე მშენებლობა - არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მათ შორის, უზბეკეთისთვისაც, რადგან მას უდიდესი მნიშვნელობა ექნება ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზბეკეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრებისას ასევე აღინიშნა საქართველოს მთავრობის გეგმის მნიშვნელობა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც გააუმჯობესებს და გაზრდის ტვირთნაკადის გამტარუნარიანობას.

„ჩვენ ასევე ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავზარდოთ კიდევ უფრო მეტად ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის, რაც დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, ზოგადად, ბაზრების დივერსიფიკაციას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უზბეკეთის დელეგაციის წევრებს ადგილზე დავათვალიერებინოთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა, ისევე, როგორც ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და სხვა საპორტო ინფრასტრუქტურა“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მხარეებმა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ ის შესაძლებლობები და მათ შორის, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ააჩქარებს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ანაკლიის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
  • მთავრობამ, წელს ანაკლიის პორტის პროექტისთვის ბიუჯეტიდან შესაძლოა დამატებითი თანხა გამოყოსBM.GE
  • რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის მშენებლობა და რა შესაძლებლობებზე იქნება გათვლილი ახალი პორტი - მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს "კურიერი P.S." გაეცნორუსთავი 2
  • ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლაფორმულა
ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი