მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა
მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა

მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან რეგიონული მნიშვნელობის პროექტები განიხილა

იმედი|imedinews.ge

სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთის რესპულიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალფარსლან ბაირაქტარი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე კირილ ტემელკოვი. მარიამ ქვრივიშვილმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა რეგიონული ინიციატივის წინ წამოსაწევად გამოხატული მტკიცე ერთგულებისთვის და ხაზი გაუსვა ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობას, რამაც საფუძველი ჩაუყარა რეგიონული ელექტროენერგეტიკული კავშირების გაძლიერების საერთო ხედვას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება, დივერსიფიკაცია და მდგრადი განვითარება მხოლოდ მჭიდრო კოორდინაციითა და პრაქტიკული ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი. ამ კონტექსტში, მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის ინიციატივას აქვს დიდი პოტენციალი, იქცეს უმნიშვნელოვანეს პლატფორმად, რომელიც რეგიონის ენერგეტიკულ რესურსებსა და განახლებადი ენერგიის პოტენციალს ევროპულ ბაზრებთან დააკავშირებს. შეხვედრაზე „მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის“ პროექტის ფარგლებში, ოთხი ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TSO) მიერ ერთობლივი კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელიც დააფინანსებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და შემდგომში უშუალოდ განახორციელებს პროექტის მართვას. ამჟამად მომზადებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ტექნიკური დავალების პროექტი, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგიის გადაცემას თურქეთის ელექტროქსელის გავლით თურქეთსა და ბულგარეთის მიმართულებით, ხოლო შემდგომ ევროპის სხვა ბაზრებზე. აღსანიშნავია, რომ ინიციატივას საფუძველი 2024 წლის 22 ნოემბერს სტამბოლის ენერგეტიკულ ფორუმზე ჩაეყარა, ხოლო 2025 წლის 4 აპრილს ბაქოში, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტრთა მე-11 შეხვედრაზე, ოთხი ქვეყნის სამინისტროებს შორის ოფიციალურად მოეწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მწვანე ელექტროენერგიის გადაცემისა და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის თითქმის 40 ტონა აღჭურვილობა გადასცაფორმულა
  • ჩაანაცვლებს ბაქო მოსკოვს? – რას მოუტანს საქართველოს ევროპა-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობაBM.GE
  • აზერბაიჯანში პატიმრები ფონ დერ ლაიენისადმი მიმართვის შემდეგ ზეწოლაზე საუბრობენნეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი